91 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

Your browser doesn’t support HTML5

91 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა და ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული გახდა ყოველდღიური ლატარეისა, რომელიც ვაქცინაციის წასახალისებლად დაიწყო საქართველოში. თუმცა, როგორც ჩვენს გადაცემაში გავარკვიეთ, ქალბატონი ლამარა მაინცდამაინც არაა მომხრე ვაქცინაციის ასეთი ფორმით წახალისებისა. იგი ხელისუფლებისგან მეტ აქტიურობას მოითხოვს და საუბრობს უნდობლობაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს აქვს ხელისუფლების მიმართ.