რადიო თავისუფლების არქივმა შემოინახა 2008 წლის აგვისტოს ომის ხმები. ესაა ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების, ჩვენი მსმენელების და, რაც ყველაზე მთავარია, ტრაგედიით ყველაზე მეტად დაღდასმული ადამიანების ხმები - მათი, ვინც საზარელ ძალადობას გადაურჩა, ვისაც სასტიკად დაუხოცეს საყვარელი ადამიანები, ვინც დატოვა სახლ-კარი, დაკარგა ყველაფერი.
Your browser doesn’t support HTML5
ტრაგედიის მეათე წლისთავზე რადიო თავისუფლება ამ ხმებს შეგახსენებთ. გთავაზობთ მხოლოდ ხმებით აღდგენილ ატმოსფეროს, ჩარჩოსა თუ მთხრობელის ტექსტის გარეშე.