წაჩხურობა
ხის პატარა აკვანი და თოჯინა.
მომლოცველები დაახლოებით 7 კილომეტრს გადიან სალოცავამდე.
სალოცავს ტრადიციისამებრ სხვადასხვა შინაურ ფრინველსა და ცხოველს სწირავენ.
მსვლელობას გვიან ღამოთ იწყებენ, გამთენიისას ლოცვას რომ მიუსწრონ.
აკვნებით ხელში ეკლესიას გარშემო უვლიან.
სანთლებს ანთებენ და ღმერთს შვილის გაჩენას შესთხოვენ.
წყვილი ტაძრის ეზოში, პატარა აკვნითა და თოჯინით.
მღვდელი ხალხს აკურთხებს და მათთვის ლოცულობს.
ზოგი მორწმუნე ტაძრამდე გზას ფეხშიშველა გადის.
უამრავი ადამიანი იკრიბება ტაძრის ეზოში.
ზოგი ახლობელი უშვილო წყვილისთვისაც ლოცულობს.
წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია.
ზოგი შვილის გაჩენის შემდეგ მადლიერების ნიშნად ოჯახით მიდის.
კურთხევის შემდეგ აკვნებს ეკლესიაში ტოვებენ.