წარმატებული მოჭიდავეები ძალადობის წინააღმდეგ აქციაში აქტიურად ჩაერთნენ
Your browser doesn’t support HTML5
მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში 166-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
წარმატებულმა სპორტსმენებმა, რომლებიც აქციის კეთილი ნების ელჩები არიან, ისაუბრეს მოზარდებში ძალადობის პრობლემაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობაზე.
სოციალური პროექტი - „ძლიერები არ ძალადობენ", სლოგანით - „არ დაჩაგრო, იზრუნე" - ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს. მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა.
კამპანიას კეთილი ნების ელჩები არიან ცნობილი სპორტსმენები: სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ძიუდოისტები ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, პარამოფარიკავეები ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი და სხვები.