ძუძუს კიბოს დასამარცხებლად
Your browser doesn’t support HTML5
კიბოს პოპულაციური რეგისტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებლები ასეთია: 2015 წელს 100 000 ქალზე შეადგენდა 97,5-ს, 2016 წელს - 91,9-ს, 2017 წელს კი - 79,6-ს. ძუძუს კიბოს დამარცხება შესაძლებელია ცნობიერების ამაღლებითა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 7 ოქტომბერს, კუს ტბაზე გამართული გარბენი დევიზით „გავერთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“. ოქტომბერი კი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედაა აღიარებული.