ძლიერნი ამა სოფლისანი იარაღით ხელში

ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა კალაშნიკოვის ავტომატური შაშხანითაა შეიარაღებული და ჯავშანჟილეტი აცვია 23 აგვისტოს მინსკში, მაშინ, როცა მის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებით.

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ტელესკოპიანი შაშხანით მუსლიმთა წმიდა თვის, რამადანის დასრულებასთან დაკავშირებული ლოცვის დროს. თეირანი, 2019 წ. ივნისი. 
 

ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ცალი ხელით შაშხანას ისვრის, მეორეში კი სიგარა უჭირავს სამხედრო აღლუმის დროს 2000 წელს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სნაიპერის შაშხანას ისვრის მიზანში კალაშნიკოვის სასროლეთში. მოსკოვი, 2019 წ. სექტემბერი.

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი პისტოლეტს ისვრის სასროლეთში.

პაკისტანის ლიდერი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი ავტომატს ისვრის სამხედრო ოფიცრების თანდასწრებით. 2004 წ. ივლისი.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იარაღით ხელში 2012 წელს, კომუნისტური დიქტატურის სათავეში მოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ.

აზერბაიჯანის დიდი ხნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თოფს ისვრის მიზანში. 2012 წ.

თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი საბრძოლო შაშხანით ხელში. ფოტო მომდინარეობს 2017 წელს გამოქვეყნებული უცნაური ვიდეოდან, რომელშიც ბერდიმუხამედოვი თითქოს თავის საბრძოლო უნარებს წარმოაჩენს.

ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი შაშხანით, რომელიც ტომთა ლიდერებმა აჩუქეს 2009 წელს.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი (მარცხნივ) და მისი ბელორუსი კოლეგა ლუკაშენკა ამ უკანასკნელის 5 წლის ვაჟთან, მიკალაისთან ერთად, რომელსაც მედვედევის ნაჩუქარი ოქროს პისტოლეტი უჭირავს ხელში. 2009 წ.