„ძალიან მოკლე პერიოდში, ძალიან ბევრ დარღვევას ჰქონდა ადგილი“

22 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „საქართველოს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პროექტის კოორდინატორი ელენე ნიჟარაძე. მან ისაუბრა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წინასაარჩევნო შუალედური ანგარიშის მთავარ მიგნებებზე. საქართველოს პრეზიდენტის არჩეევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მეორე ტურის შუალედურმა ანგარიშმა 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდი მოიცვა. ამ დროის განმავლობაში, ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ფართოდ იყო გავრცელებული ზეწოლა, ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ დარღვევების რაოდენობამ და მოცულობამ საანგარიშო პერიოდში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. კერძოდ, მისი თქმით, მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დარღვევების მასშტაბითა და მრავალფეროვნებით, არსებითად განსხვავდებოდა არა მარტო პირველი ტურის კამპანიისგან, არამედ 2012 წლის შემდგომი კამანიებისგან ზოგადად.

Your browser doesn’t support HTML5

„ძალიან მოკლე პერიოდში, ძალიან ბევრ დარღვევას ჰქონდა ადგილი“