ექიმი დავით გზირიშვილი ესაუბრება ჯანდაცვის სისტემების მართვის ექსპერტს, ქირურგ კოკა ფრუიძეს.
პოდკასტის თემებია:
- რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე?
სად აქვს ჯანდაცვის სისტემას სუსტი წერტილები?
- საერთო ჯამში, მზად არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა და საზოგადოება იცხოვროს კორონავირუსთან ერთად?
ცნებების და ტერმინების განმარტება:
- ინტენსიურო მოვლის საწოლი - ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და მაღალკვალიფიციური სტაციონარული (საავადმყოფოში გაწეული) სამედიცინო მომსახურების ერთეული. გულისხმობს არამხოლოდ საწოლს/სივრცეს, არამედ შესამაბისი ტექნოლოგიებით, სამკურნალო საშუალებებით და, რაც მთავარია, კვალიფიციური საშუალო და უმაღლესი განათლების სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალით 24/7 რეჟიმში უზრუნველყოფას.
- ოჯახის ექიმი - ლიცენზირებული, უმაღლესი სამედიცინო განათლების სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია პაციენტის პირველადი და უწყეტი სამედიცინო მეთვალყურეობა და დახმარება ასაკის, სქესისა და დაავადების მიუხედავად. ოჯახის ექიმი, იცნობს პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას და შეუძლია მისი კომპლექსური მართვა.