ცოცხს დავუბრუნოთ ცოცხობა!

ცოცხი, როგორც სიმბოლო, სულ იყო ჩვენს კულტურაში. მოგეხსენებათ, გვაქვს ასეთი ანდაზა თუ გამონათქვამი, ახალი ცოცხი კარგად გვისო, მაგრამ 2012 წლიდან ჩვენმა ცოცხმა ცოცხობა დაკარგა , რამეთუ ძალადობის სიმბოლოდ იქცა. დღეს ეს ცოცხი ისევ უჭირავთ ხელში, თუმცა უკეთ დაგვას კვლავ არავინ გვპირდება.