ეს შთამბეჭდავი, ულამაზესი ფერადი ფოტოები იქამდეა გადაღებული, სანამ რუსეთის ხელისუფლებაში ლენინი მოვიდოდა რევოლუციით და წითელ არმიას გაუშვებდა კავკასიის დასაპყრობად და იქ კომუნისტური წყობის დასამყარებლად.
კურორტი ბორჯომი, 1905-1912 წლები. დამსვენებლები სამკურნალო წყალს სვამენ
ეს არის ერთ-ერთი იმ 100-ზე მეტი ფოტოდან, რომლებიც მაშინ რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველოს ტერიტორიაზე გადაიღო რუსმა ფოტოგრაფმა, სერგეი პროკუდინ-გორსკიმ.
პატარა ბიჭები, სამხედრო ქუდებში, გაგრაში მზეს ეფიცხებიან
ფერადი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პიონერი, სერგეი პროკუდინ-გორსკი (1863-1944) კავკასიის მთებიდან საქართველოში თავისი ფოტოაპარატით პირველად 1905 წელს ჩავიდა, შემდეგ იქ 1912 წელს დაბრუნდა.
ახლადდაჭერილი თევზი, „ზღვის მამალი“ ბათუმში
პროკუდინ-გორსკიმ დახვეწა ფერადი ფოტოგრაფიის ადრეული, რთული მეთოდი. ის ყველა სცენის სამ სხვადასხვა ფოტოს იღებდა ისე, რომ აპარატის ობიექტივს ფერად ფილტრებს ჩამოაფარებდა ხოლმე. როცა ერთმანეთზე მიაწყობდა სამ შავ-თეთრ ფოტოს და მათში წითელ, მწვანე და ლურჯ შუქს გაატარებდა, შედეგად იღებდა ფერადი ფოტოს პროექციას.
მუშები ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ ბორჯომის მინერალურ წყალს
მსოფლიოში ცნობილმა ფოტოგრაფმა, სერგეი პროკუდინ-გორსკიმ ცხოვრების განმავლობაში სულ მცირე 16 ქვეყანაში იმუშავა. რუსეთს გარეთ შექმნილი მისი ფოტოების მეოთხედზე მეტი ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული.
თბილისის ხედი მამა დავითის ტაძრიდან, 1936 წელი. მაშინ ქალაქის მოსახლეობის რიცხვი 160,000-მდე იყო
მამაკაცი ბათუმში, პალმის ხესთან. პალმის ხის ბოჭკოებს იყენებდნენ ბაწრების, ტომრების და უხეში ქსოვილების წარმოებაში
ბათუმთან ახლოს გადაღებული ფოტო, ისლამის მოძღვარი და მისი მოწაფეები
სოხუმის ხედი, პორტში ხომალდებით
წყარო ტყეში, სავარაუდოდ ბორჯომთან ახლოს. წყაროსთან, კედლებზე, ადამიანები თავიანთ სახელებს წერდნენ
ახალი ათონის მონასტერი და შავი ზღვის სანაპირო
მუშა ბამბუკის ხეებთან. სუბტროპიკული კლიმატის გამო, შავი ზღვის სანაპიროს არეალში ხარობდა ნარგავთა სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობა, რომლებიც რუსეთის იმპერიაში სხვაგან ვერ იზრდებოდა. ბამბუკს ძირითადად ავეჯის წარმოებაში იყენებდნენ
ბათუმთან ახლოს მდებარე სახელოსნოში ბამბუკის მორებს ორთქლში ამუშავებდნენ, რის შემდეგაც ისინი რბილდებოდა და მათგან ავეჯის დამზადება შესაძლებელი ხდებოდა
ქართველი ქალი, ფოტოს გადაღების ადგილი უცნობია
ნავთობის რეზერვუარები ბათუმის მზის ქვეშ. ქალაქი ეკონომიკურად ყვაოდა მას შემდეგ, რაც 1906 წელს დასრულდა იმ დროისთვის მსოფლიოს უდიდესი ნავთობსადენი - ის 885 კილომეტრის სიგრძისა იყო და ბაქოს აკავშირდებდა ბათუმთან. შემდეგ კი, შავი ზღვის პორტიდან ტანკერებს ნავთობის პროდუქტები დასავლეთის ბაზრებზე მიჰქონდათ
მამაკაცი სიგარეტით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი
შავ ზღვასთან ახლოს, გზის პირას მდებარე პატარა ოჯახური სახლი. ფოტო გადაღებულია გორაკიდან, რომელიც გადაჰყურებს აფხაზეთში მდებარე სოფელ ბზიფს
გოგონა ქოლგით, მზიან დღეს
თბილისი, მტკვრის სანაპირო, კლდის თავზე განთავსებული სახლი
ნავები ბათუმის სანაპიროზე
1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, პროკუდინ-გორსკიმ რუსეთი დატოვა და პარიზში დასახლდა.
მისი სიკვდილის შემდეგ მალევე, 1944 წელს, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ დიდი ფოტოგრაფის ნათესავებისგან შეისყიდა მისი 1902 ნამუშევარი - რომელთაგან 139 დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული.