უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში მონაწილეობის შედეგად, სასტიკი მკვლელობისთვის მსჯავრდადებულმა ციხეც აიცილა და თავისუფლებაც მოიპოვა, რასაც გაგიევას ოჯახის ახლობლების აღშფოთება მოჰყვა.
„ცხადია, ჩვენ გავერკვევით ამ სიტუაციაში. პირველ ყოვლისა, ჩვენ გვსურს მოვისმინოთ პასუხი იმ ციხის უფროსისა, ვინც იგი [ტეხოვი] ციხიდან გაათავისუფლა, იცოდა რა, რომ იგი მძიმე მუხლით იჯდა“, - ამბობს როქსანა გაგიევა, მოკლული რეგინა გაგიევას და.
საზოგადოების ნაწილი იმითაც არის უკმაყოფილო, რომ, როგორც გაირკვა, მკვლელობისთვის მსჯავრდადებული პოლიციელი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კერძო კომპანია „ვაგნერის“ რიგებში ყოფნის დროს ნარკოტიკების შენახვისთვის დაუკავებიათ.
ასევე ნახეთ „ვაგნერის“ ინდულგენცია მკვლელების და რეციდივისტებისათვისანალოგიური მკვლელობა ცხინვალშიც მოხდა
ვადიმ ტეხოვმა 22 წლის რეგინა გაგიევა 2019 წლის 18 სექტემბერს დანით მოკლა. იმ დროისთვის ისინი უკვე ერთი წლის განმავლობაში აღარ ცხოვრობდნენ ერთად. დაცილებამდე ტეხოვი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ემუქრებოდა. დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გაგიევა გონზე მოუსვლელად ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. მკვლელობის მიზეზად გამოძიებამ ეჭვიანობა დაასახელა.
დანაშაულის ჩადენის დროს, ყოფილი პოლიციელი ტეხოვი ისედაც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა ვლადიკავკაზის ბარში, ინგუშეთის ორ მცხოვრებზე დანით თავდასხმის გამო. საბოლოოდ სასამართლომ წინა ორ დანაშაულს დაუმატა ცოლის მკვლელობა და დანაშაულის შეკრებითობის პრინციპით, ტეხოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, 16 წლის პატიმრობა მიუსაჯა.
გაგიევას მკვლელობამ ფართო რეზონანსი გამოიწვია და ჩრდილოეთ ოსეთის საზოგადოება სერიოზულად დააფიქრა ოჯახში ძალადობის პრობლემებზე. ამავე დროს, რესპუბლიკაში გაჩნდა ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო პირველი მოძრაობა "ხოტაე" ("დები"), რომლის აქტიური მონაწილეები გახდნენ ჟურნალისტები, ბლოგერები და იურისტები.
შესაბამისად, 2019 წელს, როდესაც გახმაურებული მკვლელობა მოხდა, ჩრდილოეთ ოსეთის საზოგადოება თანაგრძნობით მოეკიდა რეგინა გაგიევას და მკაცრად დაგმო ტეხოვი. მაგრამ 2023 წელს მსჯავრდადებული პოლიციელის გათავისუფლებაზე საზოგადოების რეაქცია უკვე აღარ აღმოჩნდა ასე ერთგვაროვანი.
თავდაპირველად ქუჩებში თავისუფლად მოსეირნე მკვლელის დანახვამ სოციალურ ქსელებში აღშფოთება და მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია, მაგრამ მალე გამოჩნდა ისეთი განცხადებები, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობით ვადიმ ტეხოვმა „დანაშაული გამოისყიდა“.
ოსი ჟურნალისტი, ზაურ ფარნიევი ვადიმ ტეხოვის გათავისუფლებას მიიჩნევს აღმაშფოთებელ შემთხვევად, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ ის არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი დამნაშავე, რომელმაც მსგავსი მეთოდით შეძლო თავისუფლების მოპოვება.
„შეიძლება გავიხსენით სამხრეთ ოსეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი მკვლელობა, როდესაც ციხიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა პატიმარმა ცხინვალის ქუჩაზე შშმ პირი დანით აჩეხა. ახლა კი ადამიანი, რომელმაც ცინიკურად, ვიდეოკამერის წინაშე, აჩეხა თავისი ყოფილი ცოლი, შემდეგ კი საბრძოლო მოქმედების ზონაში ნარკოტიკების გამო დააკავეს, - ვლადიკავკაზის ქუჩებში გამოჩნდა. და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ყოფილა“, - ამბობს ფარნიევი.
პირველ შემთხვევაში მას მხედველობაში აქვს 2023 წლის აპრილში ცხინვალში მომხდარი დანაშაული, როდესაც დანით
ასევე ნახეთ ცუგრი - ცხინვალის თილისმა, რომელიც „ვაგნერელმა“ მოკლამიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა 38 წლის სოსლან (ცუგრი) ვალიევი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევი ცხელ კვალზე დააკავეს.
იგი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლი აღმოჩნდა.
სიუკაევი ახალ დაბრუნებული იყო უკრაინიდან, სადაც მსახურობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“, სახმისით „არბალეტი“.
სიუკაევი "ვაგნერელებთან" საპატიმროდან მოხვდა, სადაც სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რომელიც 2014 წელს ჩაიდინა დონბასში საბრძოლო მოქმედებებისას, სადაც, სავარაუდოდ, მოხალისედ იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთიდან. მანამდე სრულიად ახალგაზრდა 2008 წლის ომში მონაწილეობდა“, - ნათქვამია ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე.
„მათ სურთ „რუსული სამყარის“ ავანგარდში ყოფნა“
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" უკრაინაში ომში მონაწილეობისთვის პატიმრების გადაბირება გასულ ზაფხულს დაიწყო. დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, საუბარია ათობით ათას ყოფილ პატიმარზე. „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ომში გადარჩენილებს ექვს თვეში შეწყალებას დაჰპირდა. არსებობს ყოფილი პატიმრების ომიდან შინ დაბრუნების მაგალითებიც. პრიგოჟინის მტკიცებით, მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის შემთხვევები ძალზე იშვიათია, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.
„ვაგნერის“ მიერ გადაბირებული ყოფილი პატიმრების ამნისტიის შესახებ გავრცელებული ცნობების კომენტირებისას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დასძინა, რომ ყველა შეწყალება კანონით დადგენილი „მკაცრი პროცედურის“ თანახმად ხორციელდებაო.
შესაბამისად, რუსეთში ძნელია ვინმე შეეწინააღმდეგოს დამნაშავეების გათავისუფლების კანონიერებას.
„სოციალურ ქსელებში ბევრი, მათ შორის ისინიც, ვინც მხარს უჭერს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას (ასე უწოდებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ინტერვენციას - რედ), აღშფოთებულია იმით, რომ მკვლელი თავისუფლად დადის გარეთ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმათ საპირისპიროდ, რომლებიც წერენ, რომ ამ ადამიანმა „სისხლით გამოიყიდა თავისი დანაშაული“? არაფერი. ტეხოვი გათავისუფლდა რუსეთის ახალი კანონის შესაბამისად. ამჟამად ის ამნისტირებულია, მშვიდად დადის ქალაქში და არავინ იცის, თუ რას უნდა ელოდოს მისგან“, - ამბობს ზაურ ფარნიევი.
ოსი პოლიტიკური მიმომხილველი, რუსლან ტოტროვიც აღნიშნავს, რომ ვლადიკავკაზში აღშფოთებით შეხვდნენ ტეხოვის გამოჩენას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ ომში მონაწილეობა დანაშაულის ერთგვარ გამოსყიდვას წარმოადგენს. პოლიტოლოგის აზრით, ასეთი რეაქციის საფუძველი შესაძლოა იყოს ოსების სურვილი, რომ იყვნენ „რუსული სამყაროს“ ავანგარდში:
„ხალხმა საბოლოოდ დაკარგა მორალურ-ზნეობრივი ორიენტირები. როგორც მე წარმომიდგენია, ომმა ოს ხალხში გამოიწვია ფასეულობებთან დაკავშირებული ორიენტირების შეცვლა, მოხდა ისე, რომ ოსებს, რაღაცნაირი გაცხოველებით (მინდა სწორად გაიგოთ ეს გამოთქმა) სურთ იყვნენ უფრო მეტად რუსები, ვიდრე თავად რუსები არიან. როგორც ყველაზე პრიმიტიულ მოწაფეს სურს სკოლაში ყველა ოლიმპიადაზე პირველი ადგილის დაკავება, ასევე სურთ ოსებს „რუსეთის სამყაროს“ ავანგარდში ყოფნა. დამნაშავეთა გათავისუფლების გამართლების ეს მცდელობაც აქედან მოდის“, - ამბობს ტოტროვი.
მკვლელი პოლიციელის, ვადიმ ტეხოვის გათავისუფლების მიმართ საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაზე გავლენა მოახდინა ჩრდილოეთ ოსეთის მილიტარისტულად განწყობილი ლიდერების, უპირველეს ყოვლისა კი, რესპუბლიკის ხელმძღვანელის სერგეი მენიაილოს წინააღმდეგობრივმა პოზიციამ.
თავდაპირველად, როდესაც ტეხოვის ამნისტიის შესახებ ცნობა გავრცელდა, მენიალომ განაცხადა, რომ „ტეხოვის ადგილზე რომ ყოფილიყო, იგი სახლში არ დაბრუნდებოდა“. მაგრამ მალე იგი მოჰყვა დაუსრულებელ მსჯელობას იმაზე, რასაც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს მეომრის გმირობას უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ტოტროვის დაკვირვებით, საზოგადოებაში „პატრიოტიზმის“ მასობრივ ისტერიას და ლამის, „ფაშისტურ განწყობებს“ ასაზრდოებს.
- 2002 წლის 5 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია. დოკუმენტის მთავარი თეზისი ე.წ. რუსული სამყაროა. რუსეთი მისი „ტრადიციების და იდეალების დაცვას, შენარჩუნებასა და დამკვიდრებას” მთელ სამყაროში გეგმავს.
- კონცეფციის თანახმად, რუსეთმა საზღვარგარეთ უნდა გაავრცელოს რუსული კულტურა, ენა და ღირებულებები.
- ხოლო “რუსული სამყაროა” ყველა ის ქვეყანა და ტერიტორია, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური რუსები, რუსეთის მოქალაქეები და უბრალოდ რუსულად მოლაპარაკე ადამიანებიც.