ცით დაკავებული კაცი

Your browser doesn’t support HTML5

„შეპყრობილები ვართ, ცით დაკავებულებიო“, თავის თავსა და რამდენიმე ენთუზიასტ მეგობარზე ამბობს გურჯაანელი დათო ჩახვაშვილი, რომელიც 20 წლის ასაკიდან თვითნაკეთ საფრენ აპარატებს აწყობს. უკვე ექვსი აპარატი შექმნა.
„შეპყრობილები ვართ, ცით დაკავებულებიო“, თავის თავსა და რამდენიმე ენთუზიასტ მეგობარზე ამბობს გურჯაანელი დათო ჩახვაშვილი, რომელიც 20 წლის ასაკიდან თვითნაკეთ საფრენ აპარატებს აწყობს. უკვე ექვსი აპარატი შექმნა.

დღეს უკვე 62 წლისაა, მაგრამ ფრენის სიყვარული მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი სიყვარულია, ჰობი, გატაცება და როგორც თავად ამბობს, მისი სამყაროც. მის ეზოსთან კი, სადაც მისი აწყობილ საფრენი აპარატები დგას, ცნობისმოყვარე თვალი არ ილევა.

ვერტმფრენი „ვერონიკა“, პირველი საფრენი აპარატი, რომელიც თავის ხელით ააწყო, უკვე 37 წლისაა. კიდევ ჰყავს „ფასჯუნჯი“ „ქინქლა“... ხელნაკეთი თვითმფრინავი, ასევე პარაპლანი, რომლებიც დათოს მთელ ეზოს იკავებენ.

თავისი გაკეთებული აპარატებით ჯერ არ აფრენილა. რამდენჯერმე დატესტა და მერე ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობდა, მაგრამ სრულყოფილი აპარატის შექმნას ცოტა მეტი ფინანსები და მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე დათოს და მის მეგობარ ენთუზიასტებს აქვთ. წებოდან დაწყებული - კარგი ძრავით დამთავრებული. მათი ოცნებაც ეგაა - საჭირო მასალა. საჭირო დეტალები ჰქონდეთ. მაინც არ ეშვებიან, რასაც და როგორც იშოვიან, ყველაფერს იყენებენ.

გული კი სწყდებათ თავისთვის - არ ვართ დასაკარგი ხალხი, სადაც ასე მარტოებმა ამდენი შევძელით, იქნებ ქვეყანასაც გამოვდგომოდით, ვინმეს რომ დავენახეთო.

პანდემია რომ გადაივლის, დათო ჩახვაშვილი თელავში წასვლას და თავისი ერთ-ერთი საფრენი აპარატის გამოცდას გეგმავს. სჯერა, აუცილებლად გაფრინდება.