2015 წლის 13 ივნისი - სამოქალაქო აქტივიზმის დაბადება
Your browser doesn’t support HTML5
3 წელი გავიდა 2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შემდეგ. ადიდებულმა მდინარე ვერემ გვერდიგვერდ დააყენა ათასობით ახალგაზრდა, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ 13 ივნისის ტრაგედიამ სამოქალაქო აქტივიზმს ჩაუყარა საფუძველი. ისინი არ შეუშინდნენ მძიმე და სახიფათო სამუშაოს და საკუთარი ხელებით შეუტიეს სტიქიის შედეგებს, რომელმაც 13 ივნისის ღამეს 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა, ზოოპარკში ცხოველები დახოცა.