ჩუბჩიკას პოლიტიკური პლაკატები - ნახე პირველად

პლაკატზე რომელიც თითქმის ნახევარ კედელს ფარავს ხმამაღალი ლოზუნგია მიწერილი: „ნუ შეგეშინდება სიმართლის თქმის!“, იქვე კი ციცქნა ფიგურა დგას, ნაცნობი პროფილით და მოკიდებული ჩიბუხით.

ეს ერთ-ერთია იმ პოლიტიკურ პლაკატებს შორის რომელიც გალერეა „ვერნისაჟმა“ გამოფინა. ექსპოზიცია თენგიზ მირზაშვილის 85 წლისთავს მიეძღვნა და მხატვარი ბევრს მოულოდნელი კუთხით დაანახა.

პოლიტიკური პლაკატები, რომლებიც 90-იან წლებშია შექმნილი, ოჯახმა მხატვრის სახელოსნოში, მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩინა. გამოფენილი ნამუშევრების ნაწილი კი კერძო კოლექციებში ინახება.

"არ შეგეშინდეს სიმართლის თქმის"

"არ შეგეშინდეს სიმართლის თქმის"

"სწორი გზით მიდიხართ, ამხანაგებო"

"სწორი გზით მიდიხართ, ამხანაგებო"

"სტალინი და მაო გვისმენენ"

"- ამხანაგო სტალინო, რატომ დახვრიტეთ მამაჩემი? - და, მე რით არ ვარ მამა შენთვის?"

"ვშიშობ, ბიძიკო, მასები არ გამოგყვებიან... - ვინც მე არ გამომყვება, გამოგყვება შენ"

"- შეგიძლიათ აფრინდეთ. - ბებერი არწივი არ გაფრინდება ბუდიდან"

"ეს უფრო მაგარია ვიდრე გოეთეს "ფაუსტი", სიყვარული სიკვდილზე იმარჯვებს"