ჩვენ და ისინი: როგორ გაიყო სოფელი ბუკნარი ქრისტიანებად და მუსლიმებად

Your browser doesn’t support HTML5

გურიის სოფელი ბუკნარი ეროვნული ტელემაუწყებლების ფოკუსში მას შემდეგ მოექცა, რაც ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მუსლიმური სალოცავის გარშემო მიმდინარე დავა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამოჩნდა, რომ რელიგიური მტრობის ისტორიული ნარატივი 21-ე საუკუნის სეკულარულ საქართველოში ისევ აქტუალურია, თუმცა ახალ ამბებში მიმოფანტული ინფორმაცია ფრაგმენტული დარჩა. რატომ დაუპირისპირდა ბუკნარელი ქრისტიანების ნაწილი მუსლიმ მეზობლებს, რომლებთანაც ათწლეულებია უკონფლიქტოდ თანაცხოვრობდნენ? მოგვარდა თუ არა პრობლემა კამერების წინ შერიგებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ?