ჩაპას და მისი პატრონის ნაპოვნ მღვიმეს, სპელეოლოგები სწავლობენ
Your browser doesn’t support HTML5
მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს, ქუთაისში, სამი კვირის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა ვახტანგ სიხარულიძემ. 6 დეკემბერს ვახტანგ სიხარულიძის აღმოჩენილი მღვიმე სპელეოლოგებმა დაათვალიერეს. როგორც ისინი ამბობენ, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია. თუმცა, მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში წარმოებული ქვის მოპოვებითი სამუშაოების გამო, ჩამოყრილია სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების დიდი ნაწილი. მღვიმეში პირველი ექსპედიციის შემდეგ სპელეოლოგები აზუსტებენ არის თუ არა სადმე აღწერილი ეს მღვიმე, თუმცა, იმაზე დაყრდნობით რაც ნახეს, ვარაუდობენ, რომ ეს ახალი აღმოჩენაა, და ეს ადგილი დღემდე არცერთ სამეცნიერო ნაშრომში არ ყოფილა აღწერილი. სპელეოლოგების თქმით, დაწყებულია მღვიმის დეტალური შესწავლა.