ჩაის ცერემონია

თბილისის ბოტანიკური ბაღი, 24 ოქტომბერი. იაპონელი ოსტატი ნაოკო მაცუდაირა და მისი ქალიშვილი ჩაის ცერემონიას ატარებენ.

იაპონური ჩაის ცერემონია დაფხვნილი მწვანე ჩაით გამასპინძლების ტრადიციული ფორმაა.

მასპინძლები განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ სივრცეს - იქნება ეს შენობა თუ ბაღი, ასევე ჭურჭელსა და ტკბილეულს.

იაპონური ჩაი არ შეიცავს არანაირ დანამატებს, სასმელი მხოლოდ ჩაის მწვანე ფხვნილით და წყლით მზადდება.

ჩაის სმის რიტუალი იაპონიაში ჩინეთიდან შევიდა XI-XII საუკუნეებში და ნელ- ნელა გავრცელდა ბუდისტურ ინსტიტუციებში, სამურაებსა და ვაჭართა შორის.

ქართველ სტუმრებს ჩაის დალევამდე ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

სტუმრებს ჩაით გაუმასპინძლდნენ იაპონურ ბაღში, რომელიც 2016 წელს გაშენდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, და ქართველ და იაპონელ ხალხთა მეგობრობის სიმბოლოდ იქცა.