ჩეხეთი უკვე მესამე უცხო ქვეყანაა, სადაც ედიშერ ხიდეშელი ცხოვრობს და აქ ყველაზე დიდხანს გაჩერდა, მეტი ფესვი გაიდგა. ედიშერს პრაღაში ქართველებს შორის ყველა იცნობს და ისიც ყველას იცნობს.
ედიშერი გადამზიდველიც არის, ამანათების საფოსტო ცენტრის გამგებელიც, მწვადის დიდოსტატიც, ამბობს, ხელიდან ყველაფერი გამომდისო. მიამბო, ახლა საქართველოს საელჩოდან სთხოვეს, თუ შეიძლება არჩევნებზე ოქტომბერში სარჩევნო კომისიას უხელმძღვანელე ჩეხეთშიო.