შვილი: მზექალა შანიძე

Your browser doesn’t support HTML5

მზექალა შანიძე, რომელიც იანვარში 98 წლის გახდა, „შვილის“ ახალი ეპიზოდის გმირია - ერთდროულად შვილი და მოსწავლე უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკაკი შანიძისა.

მზექალა შანიძე დღეს მთელი ეპოქის სახეა - ქართული მეცნიერების ლეგენდა იხსენებს წარსულს, მამასთან ურთიერთობის ეპიზოდებს, თუმცა არანაკლები ხალისით საუბრობს დღევანდელობაზე და მომავლის გეგმებზე.