შვილი: ლევან გაბრიაძე

Your browser doesn’t support HTML5

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში პრემიერაა - მისმა შვილმა ლევანმა „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ აღადგინა. 1983 წელს დადგმული ეს წარმოდგენა რუსთაველის თეატრის პოპულარული სპექტაკლის „ხანუმას“ გაგრძელებაა, იმ პერსონაჟებით, იმ თბილისით და პარიზით, რომელიც რეზო გაბრიაძემ დაინახა. მისმა შვილმა, ლევან გაბრიაძემ წლების წინ დატოვა წარმატებული კარიერა ჰოლივუდში და საქართველოში დაბრუნდა. „შვილის“ მორიგ სერიაში ვნახავთ, როგორ მუშაობდა რეჟისორი სპექტაკლის აღდგენაზე, მოვუსმენთ შვილს, რომელმაც მამის მემკვიდრეობის გადარჩენა და გაცოცხლება შეძლო.