საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში კონსტანტინე გამსახურდიას ახალი წიგნის გამოცემა დაემთხვა. „სამშობლოსა და ერი-სახელმწიფოსთვის“ - ასე ჰქვია ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიულ პორტრეტს, რომლის ავტორი დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია.
„შვილის“ ამ ეპიზოდში კონსტანტინე გამსახურდია ცდილობს ახლებურად შეაფასოს ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს ისტორიაში, იხსენებს მის მეგობრებს და მის მტრებსაც, რომელთა თვალებში, მისი სიტყვებით, „ხშირად სინანულს ხედავს“.