შვილი: გიორგი კიკონიშვილი

Your browser doesn’t support HTML5

„შვილის“ ახალ ეპიზოდში, რომელიც ჰომოფობიის და ტრანსფობიის კვირეულს ეძღვნება, აქტივისტი გიორგი კიკონიშვილი ამბობს, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ ქართული საზოგადოება მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ჰომოფობია კვლავაც მართვის საშუალებაა.

2014 წლის მაისში, თბილისის ცენტრში ლგბტ აქტივისტების დარბევის წლისთავზე, „ნეტგაზეთმა“ გამოქვეყნა 17 მაისს დაზარალებული აქტივისტის, გიორგი კიკონიშვილის დედის წერილი, რომლითაც მანანა შალვაშვილი ჰომოფობ მშობლებს მიმართავდა: „როგორ გგონიათ, ერთ დღესაც საკუთარი პირმშო რომ მოგადგეთ და გითხრათ, გეი ვარო, რას იზამთ? შეგძულდებათ, ოჯახიდან მოიკვეთთ შვილს, რომელიც თავად შობეთ?“.

იმხანად გიორგი კიკონიშვილი უკვე ქვიარ-აქტივისტი იყო. მის ცხოვრებაში ჰომოფობიასთან ბრძოლა ნელ-ნელა გადაიზარდა სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვაში.

„შვილის“ ახალი ეპიზოდში, რომელიც ჰომოფობიის და ტრანსფობიის კვირეულს ეძღვნება, გიორგი კიკონიშვილი ამბობს, რომ 2013 წლის 17 მაისის შემდეგ ქართული საზოგადოება მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის ჰომოფობია კვლავაც მართვის საშუალებაა.