შვილი: გიორგი ზურაბიშვილი

Your browser doesn’t support HTML5

2018 წელს გიორგი ზურაბიშვილმა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც მანამდე სპორტულ მიმართულებას ხელმძღვანელობდა. როგორც ამბობს, მისთვის თავისუფლება მთავარი ღირებულებაა და ვერასდროს იმუშავებს იმ ხალხთან, ვის ფასეულობებსაც არ იზიარებს. ამ მხრივ მისი ბიოგრაფია ცოტათი ემთხვევა მამამისის, პოლიტიკოსის, მწერლის, პუბლიცისტის დავით ზურაბიშვილის კარიერას. მამა პირველი პოლიტიკოსი იყო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელმაც ხელისუფლება დატოვა. დავით ზურაბიშვილი ასევე ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც 2013 წელს დატოვა ივანიშვილის ხელისუფლება.

დღეს გიორგი ზურაბიშვილი არა მარტო სპორტული კომენტატორია, არამედ დიჯეიც. რადიო „მუტანტში“ მუსიკალური გადაცემა მიჰყავს. „შვილის“ ახალი ეპიზოდის გმირი გვიამბობს მამასთან ურთიერთობაზე, სპორტული რეპორტაჟის წაყვანის წესებზე და, რა თქმა უნდა, თავისუფლებასა და თავისუფალ თაობაზე.