შვილი: გიორგი გაბუნია

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი გაბუნიას დღეს მძიმე ტვირთი ერგო - ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ პოპულარული ჟურნალისტი „მთავარ არხს“ ხელმძღვანელობს. არ მალავს, რომ ტელევიზიას ფინანსური პრობლემები აქვს და არც იმას, რომ „მთავარი არხი“ არაერთმა თანამშრომელმა დატოვა. გიორგის სატელევიზიო მონოლოგს თავის დროზე რუსეთის აგრძელებდა თავის პოლიტიკურ შოუს და ახალ პროექტებზე ფიქრობდა. ეთერზე მხოლოდ მოგვიანებით თქვა უარი.

ხელისუფლების პირველი პირები გამოეხმაურნენ. მეტიც, მოკვლასაც კი უპირებდნენ. მაგრამ ამან არ შეაშინა - „შვილის“ მორიგ სერიაში პოპულარული ჟურნალისტი გვიხსნის, რატომ აღარ უნდა ეთერში დაბრუნება და იხსენებს დედას, ქართული ტელევიზიის ვარსკვლავს ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ვისაც, გიორგის თქმით, უსამართლოდ მოექცა სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ოპოზიციაშია და რომლის სატელიტად აღიქვამს „მთავარ არხს“ საზოგადოების ნაწილი.