შვილი: გაგა ჩხეიძე

Your browser doesn’t support HTML5

გაგა ჩხეიძე, პროფესიით გერმანისტი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი, გოეთეს ინსტიტუტმა გერმანიის სახელმწიფო ორდენით, გოეთეს მედლით დააჯილდოვა.

„შვილის“ ახალი გმირი გვიხსნის, რატომ დაემთხვა ეს ჯილდო მის განთავისუფლებას ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, რატომ გადასცა მისი საქმე კულტურის სამინისტრომ პროკურატურას და რა არის ის ფასეულობა, რომელიც აკავშირებს მამასთან, ცნობილ კრიტიკოსთან, ქართული ლიტერატურის მკვლევარ ნოდარ ჩხეიძესთან, რომელიც 1968 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.