შვილი: ანა გელაშვილი

Your browser doesn’t support HTML5

ანა გელაშვილი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ლომეკი“, რომელიც ძირითადად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაცულ ძეგლებს შეისწავლის.

„შვილის“ ახალი სერიის გმირი კულტურული მემკვიდრეობის „დარაჯია“, რომელმაც მშობლიური სნო, თრუსოს ხეობა დაგვათვალიერებინა. გვიამბო, როგორ შეიძლება გავაცოცხლოთ საქართველოს ამ ულამაზესი რეგიონის მიტოვებული სოფლები და დავიწყებული კულტურული ძეგლები.