"შეშელიძის მეწყერი", შესაძლოა, სერიოზულ პრობლემად იქცეს
Your browser doesn’t support HTML5
შეშელიძის ქუჩაზე, სამანქანე გზაზე, მეწყერი ჩამოდის. ჩამოწოლილი მიწა ტრაქტორებით გააქვთ, თუმცა ტერიტორია მალევე ახალი ნაშალით ივსება. გეოლოგების თქმით, ე.წ. შეშელიძის მეწყერი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მეწყერია. ისინი შიშობენ, რომ დროთა განმავლობაში მეწყერმა, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეუქმნას მეწყრის თავზე - თემქაზე - მდებარე სამ მრავალსართულიან კორპუსს. მით უმეტეს, რომ მეწყრის ძირში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.