შეფი და შემგროვებელი და მისი ჭამა-სმის მუზეუმი

Your browser doesn’t support HTML5

ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც თბილისში ჭამა-სმის მუზეუმის შექმნა გადაწყვიტა.
ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც თბილისში ჭამა-სმის მუზეუმის შექმნა გადაწყვიტა. ოღონდ ამ მუზეუმში, რომელშიც ნივთები ჯერ კიდევ გროვდება, ვერც საჭმელს ნახავთ და ვერც სასმელს. სამაგიეროდ, გადაეყრებით ნივთებს, რომლებიც ბოლო ასი წლის ამბებს ჰყვებიან - პირველი ქართული ლიმონათების ეტიკეტებსა და ღვინის გასახსნელებს, მენიუს ერთი ცნობილი ნადიმიდან და ათობით ხორცსაკეპ მანქანას და შეფმზარეულის დანებს, თეფშებს სასტუმრო „მაჟესტიკიდან“, სამზარეულოს წიგნების სულ პირველ ქართულ გამოცემებს თუ ძველ აბრებს...

გიორგი იოსავა შეფმზარეული და კოლექციონერია. თბილისში ორი პატარა რესტორანი აქვს და პანდემიის დროს კურიერადაც კი მოუწია მუშაობა. გეგმაში მხოლოდ ნივთების კი არა, მონორესტორნების კოლექციის ქონაცაა. მისი გასტრონომიული კონცეფცია კი „მარტივი კერძების“ იდეას ეყრდნობა.