„შევარდნაძის დროიდან მოყოლებული არაფერი შეცვლილა“ - სოფ. მთისძირის მცხოვრები
Your browser doesn’t support HTML5
ყვარლიდან 26 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მთისძირში მცხოვრებთა ერთი ნაწილი ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემებზე ჩივის და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც რადიო თავისუფლებას ადგილზე უთხრეს, ყველაზე დიდ პრობლემას ქმნის მწყობრიდან გამოსული საგზაო ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა ამბობს, რომ ცენტრალურ მთავარ გზაზე ასფალტის საფარი, დიდი ხანია, აღარ განახლებულა, რის გამოც უამინდობის დროს გადაადგილება ძნელდება.