კამალა ჰარისი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. ახლა ის პირველი ფერადკანიანი ქალი ხდება, რომელიც შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშება და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი დასახელდეს დემოკრატიული პარტიის მიერ კანდიდატად.
ჰარისს, ყოფილ იურისტს, შტატის გენერალურ პროკურორსა და სენატორს, უკვე თითქმის ოთხი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ თავი გამოევლინა ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე.
59 წლის ჰარისი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელსაც კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა; პირველი ამერიკელი სამხრეთ აზიიდან და მეორე აფრიკელ-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის სენატში იქნა არჩეული, და ასევე, შეერთებული შტატების პირველი - აფრიკელ-ამერიკელი და აზიელ-ამერიკელი - ქალი - ვიცე-პრეზიდენტი.
ჰარისმა, ინდოელი დედისა და იამაიკელი მამის შვილმა, თავის მშობელს პატივი მიაგო თავის Instagram-ში, ამ წლის დასაწყისში.
"დედაჩემს, დოქტორ შიამალა გოპალანს, ცხოვრებაში ორი მიზანი ჰქონდა: განეკურნა მკერდის კიბო და გავეზარდეთ მე და ჩემი და. მე ის ყოველდღე მენატრება და ყოველდღე ვფიქრობ მასზე. ძალიან მეამაყება, რომ მისი ქალიშვილი ვარ. ბედნიერ დედის დღეს გისურვებთ". - წერდა ჰარისი.
2011 წლის 17 თებერვალს, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა (ცენტრში) გულთბილად ეგებება კალიფორნიის გენერალურ პროკურორ ჰარისს (მარცხნივ). მათ შესცქერიან კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორი გევინ ნიუსომი (მარცხნიდან მეორე) და სან-ფრანცისკოს მერი ედვინ ლი (მარჯვნივ).
ჰარისმა თავისი კარიერა დაიწყო როგორც ოლქის პროკურორმა სან-ფრანცისკოში, სადაც 2004-2011 წლებში იმუშავა, სანამ კალიფორნიის გენერალურ პროკურორად დაინიშნებოდა.
კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას (2011-2017). ჰარისმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმა, რაც ქონების გამოსყიდვის უფლების დაკარგვას უკავშირდებოდა; გარემოს დაცვა და თანასწორი ქორწინებაში თანასწორობა.
ჰარისი პოპულარული გახდა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას, როცა 2012 წლის 5 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე შარლოტში, სამხრეთ კაროლინის შტატში.
სპიკერად კამალა ჰარისის არჩევა მისი მზარდი გავლენის და დემოკრატიულ პარტიაში მომავალ ლიდერად აღიარების ნიშანი იყო.
ჰარისი ესალმება სან-ფრანცისკოს “პრაიდის აღლუმის” მონაწილეებს 2013 წლის 30 ივნისს.
ლგბტ თემის ხმამაღალმა მხარდამჭერმა, ჰარისმა, აშშ-ის უზენაეს სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მერვე მუხლი (რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული კენჭისყრით და რომელიც კრძალავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას) უნდა გაუქმებულიყო. მისმა მოქმედებებმა ხელი შეუწყო იმას, რომ 2013 წელს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა აპელაცია პროცედურულ ნიადაგზე, რითაც ფაქტობრივად კანონიერად გამოცხადდა ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება კალიფორნიაში.
აშშ-ის მაშინდელი გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი (ცენტრში) - რომლის გვერდით (მარცხნივ) ზის კალიფორნიის მაშინდელი გენერალური პროკურორი ჰარისი - მიმართავს მსჯავრდადებისა და განაჩენის ალტერნატივების (CASA) პროგრამის კურსდამთავრებულებს.. 2014 წლის 24 ოქტომბერი.
თავისი მკვეთრი შეკითხვებით ცნობილი ჰარისი სენატის მოსმენებზე. 2018 წლის სექტემბერი.
ჰარისი, აშშ-ის მაშინდელი სენატორი კალიფორნიიდან (2017-2021), მწვავე კითხვებს უსვამს ბრეტ კავანოს, უზენაესი სასამართლოს კანდიდატს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან, მისი კანდიდატურის დამტკიცების გამო მოსმენისას სენატის სასამართლო კომიტეტში, გადამდგარი მოსამართლე ენტონი კენედის ნაცვლად.
კავანო 6 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში დამტკიცებულ იქნა, როგორც ასოცირებული მოსამართლე 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ.
ჰარისი, რომელიც სენატორ კორი ბუკერთან ერთადაა გადაღებული სენატის იურიდიული კომიტეტის მოსმენაზე 2020 წლის 16 ივნისს, პოლიციის საყოველთაო რეფორმის მტკიცე მომხრე იყო ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო პროტესტის შემდეგ.
ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს (მარცხნივ) დაუპირისპირდა აშშ-ის მაშინდელი სენატორი ჰარისი იმის გამო, რომ წარსულში ბაიდენი არ დათანხმდა ფედერალური მთავრობის მიერ დანიშნული ავტობუსებით გადაყვანის შემოღებას სკოლებში რასობრივი დაყოფის აღმოფხვრის მიზნით 1970-იან წლებში.
"კალიფორნიაში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა, რომელიც საჯარო სკოლაში ინტეგრირებულ მეორე კლასში იყო და ის ყოველდღე ავტობუსით მიჰყავდათ სკოლაში. და ის პატარა გოგო მე ვიყავი", - თქვა ჰარისმა.
ჰარისი გადაღებულია ბაიდენთან ერთად მილუოკიში, ვისკონსინის შტატში, 20 აგვისტოს მას შემდეგ, რაც ორივე დაასახელა დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატებად პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 2020 წლის არჩევნებში.
ჰარისი გადაღებულია ბაიდენთან ერთად საარჩევნო კამპანიის დროს ალექსის დიუპონის საშუალო სკოლაში უილმიგტონში, დელავერის შტატში, 2020 წლის აგვისტოში. ეს მათი პირველი ერთობლივი გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც ბაიდენმა ის თავის პარტნიორად დაასახელა აშშ-ის არჩევნებზე.
გოგონა ზის აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ჰარისის გზის პირას გამოფენილი პორტრეტების გვერდით მუმბაიში. ინდოეთი, 2020 წლის 8 ნოემბერი.
ჰარისი, გარდა იმისა, რომ იყო პირველი აფრიკელ-ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი, ამასთანავე, იყო პირველი აზიელ-ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტიც.
ჰარისი ფიცს დებს, როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის ქმარს, დაგ ემჰოფს, ბიბლია უჭირავს ბაიდენის აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაციის დროს აშშ-ის კაპიტოლიუმის წინ, ვაშინგტონში, 2021 წლის 20 იანვარს.
ჰარისს (მარცხნივ) და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის, უჭირავთ უკრაინის დროშა წარწერით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოიტანა ბახმუტიდან. აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სხდომაზე მისი გამოსვლის დროს 2022 წლის 21 დეკემბერს.
"ბახმუტი დგას", თქვა ზელენსკიმ გამამხნევებელი შეძახილების ფონზე . "უკრაინა ინარჩუნებს თავის პოზიციებს და არასდროს დანებდება".
ჰარისი დგას და ტაშს უკრავს, ხოლო წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი (რესპუბლიკელი ლუიზიანის შტატიდან) უსმენს ბაიდენს, როცა ის სიტყვით გამოდის კაპიტოლიუმში, კონგრესის ერთობლივ სესიაზე, 2024 წლის 7 მარტს.
ჰარისი მოეხვია ბაიდენს, ჯანდაცვის შესახებ მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეკრებისას, ჩრდილოეთ კაროლინაში, 2024 წლის 26 მარტს.
ჰარისის პოპულარობა გაიზარდა ბაიდენის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ტრამპთან გამართული ტელედებატებისას.