შავქოლგიანთა აქცია - რა სურს „პატრიოტთა ალიანსს“?

Your browser doesn’t support HTML5

15 ივნისს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გზავნილით - „ერთად დავიცვათ დავით გარეჯი“. აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან, თეთრი მიკროავტობუსებით იყვნენ ჩამოსულები, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორი მთავარი გზავნილი მოისმინეს: „დავით გარეჯი საქართველოა“ და „სამხედრო ნეიტრალიტეტი“ ანუ უარი ნატოს „პატრიოტთა ალიანსის“ უარი ნატოს „ევროპულმა საქართველომ“ დაგმო და იქვე, თბილისის საკრებულოს აივნიდან გადმოფინა ბანერი „ნატო აქაურობას“. აქცია თავისუფლების მოედანზე ერთ საათს გაგრძელდა.