ღრუბლები შავ ზღვაზე

25 ნოემბერს შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან, მოხდა ინციდენტი, რომლის შემდეგაც 24-ით გაიზარდა რუსეთის მიერ დაპატიმრებული უკრაინელების რიცხვი. ათობით უკრაინელს, მათ შორის რეჟისორ ოლეგ სენცოვს, უფლებადამცველები პოლიტიკური ნიშნით დევნილებად მიიჩნევენ. ქერჩის ინციდენტს მოჰყვა ისიც, რომ, ყირიმის ანექსიის შემდეგ პირველად, რუსეთმა საჯაროდ აღიარა უკრაინის ჯარებისათვის ცეცხლის გახსნის ფაქტი, ხოლო კიევმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები შავ ზღვაში და მის გარშემო? რა როლი ეკისრება ნატოს, რომლის სამი წევრიც შავი ზღვის პირას მდებარეობს?

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.