ავტორი: ანი ჩხიკვაძე, ამერიკის ხმა
შვიდი წლის წინ, ნოემბრის თვეში უკრაინელი მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. ასე დაიწყო "ევრომაიდნის" რევოლუცია. ახლა უკვე „ღირსების რევოლუციად“ წოდებულმა საპროტესტო გამოსვლებმა, უკრაინის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა.
""ღირსების რევოლუცია“ პოსტ საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი იყო. წინა ხაზზე, ახალი თაობის პოლიტიკოსები და ადამიანები გამოვიდნენ. ამ კუთხით, საბჭოთა ისტორიის ფურცელი ისე გადაიშალა, როგორც ეს 1991 წელს არ მომხდარა“, - ამბობს სერჰი პლოხი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი.
ასევე ნახეთ "ასოცირებული წევრის სტატუსი" - იდეა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვისრევოლუცია მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწვეტილებას მოჰყვა არ მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისთვის. ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა. შედეგად, უკრაინაში ახლა უკვე არსებობს საჯარო კონსენსუსი, რომ ქვეყნის ადგილი დასავლეთშია, - ამბობს პლოხი.
„უკრაინაში დღეს ევროპულ ვექტორს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს ალტერნატივები არსებობს, თუმცა მოსახლეობის უმეტესობისთვის მიმზიდველი არაა“, - აცხადებს პლოხი, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციასთან საუბარში.
ევრომაიდნის მოვლენებამდე, უკრაინას ხშირად განიხილავდნენ, როგორც ბუფერულ ქვეყანას რუსეთსა და დასავლეთს შორის. დღეს კიევი დასავლეთისთვის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა, - ამბობს ნატალია ბუგაიოვა, "ომის ინსტიტუტის" მკვლევარი.
ასევე ნახეთ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ბაიდენის პრეზიდენტობა„დასავლეთმა გაანალიზა, რომ უკრაინა საზღვარია, არა მხოლოდ რუსეთთან ბრძოლაში, არამედ, საზღვარი, სადაც მომავალის ომი მიდის, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საინფორმაციო თვალსაზრისით“, - ამბობს ის.
„ახლა უკრაინას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეიარაღებული ძალები ჰყავს, და აქვს ომის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება, ახლა ის უფრო მეტია ვიდრე ბუფერი”, - აცხადებს ბუგაიოვა.
ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინა ხმამაღლა აცხადებს, რომ სურს გახდეს ნატოს წევრი. 2007 წელს, უკრაინამ საქართველოსთან ერთად, ბუქარესტის სამიტზე მიიღო დაპირება, რომ გახდებოდა ალიანსის ნაწილი. ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში, ალექსანდერ ვერშბოუ ამბობს, რომ ეს შესაძლებელია 2030 წლამდე ვიხილოთ.
„ეს დროის ამბავია. ნატო რჩება მის პოზიციაზე, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. არ ვიცით როდის, მაგრამ ამერიკაში ახალი ადმინისტრაცია მოდის, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, და იმედი მაქვს პროცესი დაჩქარდება“, - ამბობს ვერშბოუ.
უკრაინა აგრძელებს ნატოს გზაზე საჭირო მოთხოვნების შესრულებას. თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის რეფორმირების პროცესია, განსაკუთრებით სასამართლო რეფორმის კუთხით. „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი, ანდერს ასლუნდი ამბობს, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა ეკონომიკის თუ საგადასახადო სექტორის რეფორმირების კუთხით, პრობლემა კვლავ ბევრია.
ასევე ნახეთ რა საფრთხეს ქმნის ანტიკორუფციულ ორგანოებზე უკრაინის ხელისუფლების ზეწოლა„პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს კანონის უზენაესობა. სასამართლოები არ ფუნქციონირებენ. პროკურატურის შესაძლებლობები რადიკალურად შემცირდა, პერსონალის ცვლილების შემდეგ მარტში. კორუფციასთან ბრძოლას კი საკონსტიტუციო სასამართლომ საფუძველი გამოაცალა“, - ამბობს ასლუნდი.
მიმომხილველები ამბობენ, რომ ევრომაიდანის რევოლუციას ახალი უკრაინის დაბადება მოჰყვა, უკრაინის, რომელიც მიუხედავად დაბრკოლებებისა, აგრძელებს მცდელობას, საბჭოთა მემკვიდრეობა წარსულ ჩააბაროს.