"ღია მმართველობის პარტნიორობა" და საქართველოს შეუსრულებელი ვალდებულებები
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ხელისუფლების შეუსრულებელ ვალდებულებებზე საუბრით გაიხნა "ღია მმართველობის პარტნიორობის" ფორუმი თბილისში. ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, თავის ხელში აიღოს და იუსტიციის სამინისტროს კურატორობას ჩამოშორდეს "ღია მმართველობის პარტნიორობა". ვინაიდან საქართველო, როგორც პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა ვერ ასრულებს სამოქალაქო სექტორის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მათ შორისაა ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბება, ასევე ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება. "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 სამიტს საქართველოში დაესწრება "პარტნიორობის" 75 წევრი ქვეყნის 2 000 წარმომადგენელი.