ქუჩა, რომელიც აქრობს ბავშვებს

Your browser doesn’t support HTML5

12 აპრილს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალურად აღრიცხულია 1140-მდე მიუსაფარი ბავშვი. თუმცა, როგორც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, მათი რიცხვი გაცილებით დიდია. ლევან ჩახაია, ბავშვთა სახლში გაიზარდა. 8 წლის წინ, ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ, ის ქუჩაში მარტო აღმოჩნდა, ფინანსური სახსრებისა და საცხოვრებლის  გარეშე. სახელმწიფოსგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღო. რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარება და მისი სურვილი ცხოვრების გაგრძელებისა, მისი ცხოვრება შესაძლოა სულ სხვანაირად წასულიყო. ლევანმა მოახერხა და იპოვა სამსახური, გააგრძელა სწავლა, გახდა იურისტი. დღეს ის „ახალგაზრდულ სახლში“ მუშაობს და თავად ეხმარება იმ მოზარდებს, რომლებიც ქუჩის პირისპირ, მარტონი დგანან. პირადად იცნობს მათ ცხოვრებას, მძიმე ისტორიებს და მათ დახმარებას ცდილობს.