ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია კვლავ ფერხდება

Your browser doesn’t support HTML5

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი თოჯინების თეატრმა, ქუთაისის მერიის მიერ 2016 წელს მომზადებული პროექტით გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილე სამმა კომპანიამ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. ახალი ტენდერი აგვისტოში უნდა გამოაცხადონ. თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარია გამოყოფილი.