ქვეითი პატრული ტურისტების დასაცავად

ქვეითი პატრულის ძირითადი ფუნქცია ტურისტების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ამ ეტაპზე თბილისის ქუჩებში 10 ჯგუფი პატრულირებს და მათი რაოდენობის ზრდა იგეგმება.

ქვეით პატრულის რიგებში მისაღებად ღია კონკურსი გამოცხადებული არ ყოფილა. მათ, ვისაც უცხოელების უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაევალათ, სამკვირიანი მოსამზადებელი კურსები პოლიციის აკადემიაში გაიარეს.