ქეთი ლანგრერი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სახელით ქვემო საქსონიაში
Your browser doesn’t support HTML5
ქეთი ლანგრერი ევროპის პარლამენტის წევრობის კანდიდატი იყო გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ქვემო საქსონიის სიაში მერვე ნომრით. მისმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, მაგრამ, წინა წლებთან შედარებით, ცუდი შედეგი აჩვენა. იმის ილუზია, რომ მერვე ნომრით დეპუტატი გახდებოდა, ქეთის არ ჰქონია. ქვემო საქსონიაშიც ბევრი საქმეა. ქეთი ჰანოვერის ქალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეა, ქალაქის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის აღმოსავლეთ და შუა გერმანიის გაერთიანების თავმჯდომარე, ამავე უწყების ქვემო საქსონიის საბჭოს წევრი, პარტიის საოლქო საბჭოს წევრი და ინტეგრაციის საკითხებში მრჩეველი.