ქეთი ბურდულაძე COVID-19-ის საფრთხესთან გამკლავებაში ისრაელისა და საქართველოს გამოცდილებაზე

Your browser doesn’t support HTML5

უკვე 6 წელია ქეთი ბურდულაძე იერუსალიმში, „ჰადასის სამედიცინო ცენტრში“ მუშაობს ექიმად. ის ანესთეზიოლოგ-ინტენსივისტია. COVID-19-ის გავრცელების შედეგებთან გამკლავების პროცესში უშუალოდ ისრაელშია ჩართული, თუმცა ყურადღებით აკვირდება სხვა ქვეყნებში და უპირველესად, საქართველოში არსებულ ვითარებას.