ქეთევან სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთარ სუხიტაშვილის დედა - კარალეთი

Your browser doesn’t support HTML5

6 აგვისტოს ქეთევან სუხიტაშვილი სახლიდან შვილთან ერთად გავიდა. ოთარი სამსახურში წავიდა და მას მერე დედას ის აღარ უნახავს. მოგვიანებით გაიგო, რომ ოთარი თანამებრძოლებთან ერთად ცხინვალში 406-ე ტანკით პირველი შევიდა. მას შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
რამდენიმე წლის განმავლობაში დედა შვილს უშედეგოდ ეძებდა. საქმეში ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგიც იყო ჩართული, მაგრამ ოთარის კვალს ვერსად მიაკვლიეს. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ ოთარ სუხიტაშვილი და მისი მეგობრები დაღუპულებად გამოაცხადა. ქეთევან სუხიტაშვილი ახლა ყოველ რვა აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, დაკარგულ შვილს ცარიელ საფლავთან გლოვობს. შვილდაკარგული დედა წითელი ჯვრის საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული და სხვებს ეხმარება.