22 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთევან კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა უმუშევრობის სტატისტიკაზე, რომელიც 21 მაისს "საქსტატმა" გამოაქვეყნა. ქეთევან კრიალაშვილი განმარტავს "საქსტატის" უმუშევრების მონაცემსა (13,9%) და საქართველოში მოსახლეობის მიერ თავის დაუსაქმებლად აღქმის მაჩვენებელს (NDI-ს თანახმად, 60% თვლის თავს დაუსაქმებლად) შორის სხვაობის მიზეზებს. ის აგრეთვე ლაპარაკობს მეთოდოლოგიაზე, რომლითაც "საქსტატი" უმუშევრობის მაჩვენებელს ადგენს. "დილის საუბრების" სტუმარი ამბობს, რომ ის მეთოდოლოგია, რომელიც განვითრებულ ქვეყანაში უმუშევრობის დონის დასადგენად გამოდგება, არარეალურ სურათს იძლევა საქართველოს შემთხვევაში. ეკონომისტი თვლის, რომ ასეთი სტატისტიკური მაჩვენებელი სჭირდება ხელისუფლებას თავისი საქმიანობის ეფექტიანობის საჩვენებლად.
Your browser doesn’t support HTML5