„ქართულმა ოცნებამ“ დაპირება არ შეასრულა თუ ვერ შეასრულა?

Your browser doesn’t support HTML5

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ ჩატარდება. 113 მხარდამჭერი დეპუტატი არ მოიძებნა და 14 ნოემბერს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. კანონპროექტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ, ძირითადად მაჟორიტარები და მათ შორის ისინი - ვინც თავად იყო ინიციატორთა შორის. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობა დატოვა შვიდმა წევრმა, მათ შორის - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას 24 ივნისს მისცა, 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწყებული სახალხო მღელვარების ფონზე. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ მათმა ლიდერმა ყველაფერი გააკეთა კანონპროექტის გასატანად, მაგრამ დეპუტატების ნაწილმა მისი მცდელობა არ გაიზიარა. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლზე ლაპარაკობს - არავის სჯერა, რომ ივანიშვილს საკუთარი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. პოლიტიკოსები და აქტივისტები პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.