ქართული სპორტის ოქროს წელი

Your browser doesn’t support HTML5

ქართული სპორტისთვის 2018 წელი წინა წლებთან შედარებით წარმატებული იყო. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა ერთ სეზონში საერთაშორისო არენაზე რვაასზე მეტი მედალი მოიპოვეს.

სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონი სამი ქართველი გახდა და წარმატებას სამივემ მძიმე წონით კატეგორიაში მიაღწია.

2018 წელი საქართველოში გუნდური სახეობებისთვისაც გამორჩეული იყო. ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს გამარჯვების გემო გაახსენეს და ტრიბუნებზე დააბრუნეს.