5 ქართული საკოლექციო მონეტა

ეროვნულ ბანკს 1995 წლიდან დღემდე 17 საკოლექციო მონეტა აქვს მოჭრილი. საკოლექციო მონეტები შეზღუდული ტირაჟით გამოდის და მათი შეძენა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. თავდაპირველად, მონეტების ფასი ხელმისაწვდომია, მაგალითად, ას ლარამდე, თუმცა წლებთან ერთად, როდესაც მონეტები კერძო კოლექციონერების ხელში გადადის, მათი ღირებულება იზრდება.

1. საკოლექციო მონეტები მასშტაბული ღონისძიებების აღსანიშნავად იჭრება. მაგალითად 10ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოჭრა.

2. 2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად ეროვნულმა ბანკმა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარიანი სამახსოვრო მონეტა გამოუშვა. ილორის ეკლესია მე-11 საუკუნის ძეგლია და იგი ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს.

3. 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო.ამ მოვლენის აღსანიშნავად,ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა - „ქართული წიგნი“ გამოუშვა. მონეტაზე გელათის ოთხთავის (XII საუკუნე) ერთ-ერთ მინიატურაა გამოსახული, ლუკა მახარობელი სახარებას წერს.

4. ეროვნული საფოსტო მარკის გამოშვების 100 წლის საიუბილეო თარიღის კი 5 ლარის ნომინალის მონეტა მიუძღვნეს. ეს მონატა სხვებისგან ფორმითაც განხვავდება, უფრო მარკას ჰგავს.

5. და ბოლოს, საკოლექციო მონეტა ვაზის თემაზე.