ქართული რაგბი ნიცაში, რევაზ გიგაური ლაჟვარდოვან სანაპიროზე
Your browser doesn’t support HTML5
კოტ დ'აზური თავისი გარეგნული ხიბლით დაგხვდებათ, მოგნუსხავთ და როცა გონს მოხვალთ, ქართველებთან ბაასიღა გაგახსენდებათ. ნიცაში არაერთი ქართველია, დაკავებული სხვადასხვა საქმით. ამ ქალაქის რაგბის გუნდი აღმავლობას განიცდის და ამაში ქართველებს თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი. გადაცემის ავტორი ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი დილიდან გვიან საღამომდე ვახლდით ვარჯიშზე რევაზ გიგაურს, ნიცის სარაგბო გუნდის შუამარბსა და ამავე კლუბში ახალგაზრდების მწვრთნელს.