GDRONE - ასე ჰქვია დრონების სიყვარულით გაერთიანებული რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილ საწარმოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართული დრონების კეთება დაიწყო. კვირაში ერთხელ სად არ შეხვდებით დრონის პილოტებს - ხან მზიურში, ხან ლისისკენ, ხან გაშლილ მინდორში და ხანაც იქ, სადაც ძველი შენობების ნანგრევებია - ეს იმისთვის, რომ ფრენა უფრო აზარტული გახდეს, უფრო რთული მანევრები აკეთონ და ერთმანეთს შეეჯიბრონ. სპორტული აზარტის და ვიდეოგადაღების გარდა, დრონებს სხვა არაერთი დანიშნულებაც აქვთ - მათი საშუალებით, მაგალითად, შესაძლებელია ნათესის მორწყვა ან ჰაერის ხარისხი გაზომვა... თუმცა დრონის პილოტებისთვის მისი მართვა მაინც დრონით დროის საუკეთესოდ გატარების საშუალებაა.
ქართული დრონი აფრინდა
Your browser doesn’t support HTML5
კვირაში ერთხელ სად არ შეხვდებით დრონის პილოტებს - ხან მზიურში, ხან ლისისკენ, ხან გაშლილ მინდორში და ხანაც იქ, სადაც ძველი შენობების ნანგრევებია - ეს იმისთვის, რომ ფრენა უფრო აზარტული გახდეს, უფრო რთული მანევრები აკეთონ და ერთმანეთს შეეჯიბრონ.