ქართველი ლექტორი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან, რომელმაც ავსტრალიაში გადასვლა მოასწრო
Your browser doesn’t support HTML5
გაიოზ ცუცუნაშვილი, უკვე წელიწად-ნახევარია, გერმანული გაცვლითი პროგრამით ჩინეთში, ქალაქ უჰანში, იმყოფება ოჯახთან ერთად და უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ვირუსის გავრცელების შესახებ 31 დეკემბერს გაიგო სოციალური ქსელებიდან, 1 იანვარს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა და დაიხურა ის ბაზარი, საიდანაც არსებობდა ეჭვი, რომ ვირუსი გავრცელდა.