"ქართველების ტრიუმფი" მოსკოვში
Your browser doesn’t support HTML5
26 აპრილს მოსკოვში, გალერეა "ტრიუმფში", გაიხსნა 10 ქართველი მხატვრის გამოფენა, რომელსაც ერთ-ერთი მონაწილის, ლევან მინდიაშვილის, ნამუშევრის სახელი აქვს - "აქ რომ გეცხოვრა, შინ იქნებოდი". ქართველი არტისტების მონაწილეობას რუსული გალერეის პროექტში საქართველოში განსხვავებულად აფასებენ. გოგი გვახარია დაინტერესდა არტკურატორ ირინა პოპიაშვილის პოზიციით.