ქალთა მოძრაობამ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა
Your browser doesn’t support HTML5
“გადმოდი ქალების მხარეს” - ამ მოწოდებით “ქალთა მოძრაობამ” პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ისინი სალომე ზურაბიშვილს მისი საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას გათავისუფლებას სთხოვენ. მათი თქმით საადვოკატო საქმიანობის დროს გაკეთებული განცხადებებით გაბუნიამ ქალთა მიმართ ძალადობის ნორმალიზება სცადა. “ქალთა მოძრაობა” ზურაბიშვილთან შეხვედრას მოითხოვს.