ქალთა მიმართ ძალადობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს დახმარების კომიტეტმა (GEOCOR) ჩაატარა კვლევა „ქალთა მიმართ ძალადობა ზუგდიდისა და გალის კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში“, რომლის შესახებ გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გვიამბობს კვლევის კოორდინატორი თამარ მარგველაშვილი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო შვიდასზე მეტმა რესპონდენტმა, რომლებიც ზუგდიდისა და გალის რეგიონებში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე 20 სოფელში ცხოვრობენ. თამარ მარგველაშვილი განმარტავს, თუ რატომ დაინტერესდნენ ქალთა უფლებების დამცველები სწორედ ამ რეგიონით... რას ამბობენ „კონფლიქტურ რეგიონებში“ მცხოვრებლები კერძო და საჯარო სივრცეში ქალებზე ძალადობის შესახებ, როგორ გაიაზრებენ ქალთა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს. თამარ მარგველაშვილი ლაპარაკობს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ძირითადი მიგნებების შესახებ. კვლევა განხორციელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მხარდაჭერით.